ია კერზაიას ოჯახმა საქმეში დარღვევები აღმოაჩინა. ექპერტიზა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში ხელმოწერებზე ჩაატარა უწყების შიდა დეპარტამენტს დაუკვეთეს და არა სამხარაულის ბიუროს.
ბაჩანა შენგელიას თქმით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქსტი და სანდო დოკუმენტად ვერ ჩაითვლება იმავე უწყების დასკვნა, რომელიც თავად აწარმოებდა საქმის გამოძიებას.
“რაც შეეხება განათლების მინისტრის ჩვენებს არის გამაოგნებელია. ის უარყოფს საქმეზე მიიღო თვითონ გადაწყვეტილება და თქვა ასეთი რაღაც, რომ ენდობა საკუტარი დეპარტამენტის თანამშრომლებს და არც გაცნობია დასკვნას ისე მოაწერა ხელი და იმ ხელმოწერასაც უარყოფს და ამბობს, რომ მისი იუზერი ელექტრონული ხელმოწერისთვის აქვს ხოლმე იურიდიული დეპარტამენტის უფროსს და ამით მან აირიდა როგორც ფორმალური ხელმოწერა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება გახარიასთან კომუნიკაციას ის არ უარყოფს და ამის დასტურად ის თარიღები, სატელეფონო ამონაწერები პროკურატურას არ აქვს. პრაქტიკულად საქმე არის გაყალბებული” – აღნიშნავს ბაჩანა შენგელია.