საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარიმართა [Video]

0
499

დღეს ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების მხრიდან სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს გასცა პასუხი. მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მისი თქმით, ხელისუფლებამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დარბაზში აქტიურობით სამოქალაქო აქტივისტები ცაბუნია ვართაგავა და როსტომ ზარანდია გამოირჩეოდნენ. აქტივისტების მიერ დასმულ კითხვებს დარბაზში მყოფების გაღიზიანება მოყვა. როგორც ცაბუნია ვართაგავა განმარტავს, მათ კითხვის დასმის უფლებას, განსაკუთრებით საჯარო სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ატქივისტს უპასუხა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაა, „ჩვენ გავითვალისწინეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პარლამენტის წინ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც სურდა ხალხს, რომ ჩატარდეს 2020 წელს პროპორციული არჩევნები და მეტიც ამ სისტემასთან ერთად, ვთავაზობთ ოპოზიციას ჩატარდეს ნულოვანი ანუ ბუნებრივი ბარიერით, არც ნიშნავს ყველა პოლიტიკურ პარტიას ვისაც ყავს ლიდერი, აქვს პროგრამა და ყავს მხარდამჭერები, ექნება შესაძლებლობა მივიდეს ხალხთან, დაარწმუნოს ამომრჩეველი და მიიღოს პარლამენტში წარმომადგენლობა“, – განმარტა თალაკვაძემ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ სოფლის რწმუნებულები და სკოლის პედაგოგებიც. მათი თქმით, ისინი საკონსტიტუციო განხილვაზე თავიანთი სურვილით მივიდნენ. შეხვედრის დასრულების დროს ჟურნალისტებმა პარლამენტის თავჯდომარეს დღეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

წინა სტატიაპოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული წალენჯიხაში გადაჰყავდათ, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა
შემდეგი სტატია26 წელი სოხუმის დაცემიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური