ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოკუპაცია – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი სულ ორჯერ ახსენა, პირველად, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მაშინ მოხდა და მეორედ იმ კონტექსტში, რომ ახალი ფორმატები უნდა გაიხსნას და ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი უნდა იყოს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაში.
სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლის შეთანხმებასა და იმ დროს დადებულ პირობას არ ასრულებს.
გაეროში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას რუსეთის დელეგაციის წევრები ამთქნარებდნენ, სისულელე უკვე მათთვისაც მოსაწყენი გახდა თუ თავს მშვიდად გრძნობენ და თვლიან, რომ წათვლემაც შეიძლება?