“გურიის მოამბის”ინფორმაციით, ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა – ო. შაინიძე საკუთარი ტრაქტორით (ე. წ ტ-16 “ტაჩანკა”) ხრამში გადაიჩეხა.
ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია:
“ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა . მას დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება”-განაცხადეს ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.