| მეშახტეთა პროტესტი ტყიბულში გრძელდება – ისინი ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილი. ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ , რომელიც გაფიცულთა აქციაზეც იმყოფება, მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებშია ჩასული და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს. გაფიცულებმა დღეს შვილები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვეს. მეშახტეთა პროტესტი ტყიბულში გუშინ 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. |
| 00 | 110 |