მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწევთ პასუხი აგონ იმისთვის, რაც აფგან მუხთარლის დამართეს...

საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწევთ პასუხი აგონ იმისთვის, რაც აფგან მუხთარლის დამართეს – მისმა ადვოკატებმა უკვე მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს

Published on

აზერბაიჯანში გასამართლებული ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც მის ადვოკატზე ზეწოლის გამო შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, კარცერში გადაიყვანეს – ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს“ მუხთარლის მეუღლემ განუცხადა.


ადვოკატმა ნემატ ქერიმლიმ ზეწოლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მასზე ზეწოლას აზერბაიჯანელი ძალოვნები ახდენდნენ, როცა ის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს სტუმრობდა.

ამის საპასუხოდ აფგან მუხთარლიმ 22 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადა და მის ადვოკატზე ზეწოლის ფაქტების ობიექტური გამოძიება მოითხოვა. ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ კოლონიაში მასთან ერთად მყოფ პატიმრებზე ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ხდება, მაგრამ პატიმართა საჩივრები ამასთან დაკავშირებით არც კი განიხილება.

აგვისტოში ადვოკატმა ქერიმლიმ განაცხადა, რომ მას არ მისცეს მუხთარლისთან შეხვედრის საშუალება, ხოლო აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიამ მას უფლება,ოსილება ერთი წლით შეუჩერა. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან მუხთარლის დაცვას დაუკავშირა.

„იმ დაავადებიდან გამომდინარე, რაც აფგანს აქვს, მისთვის შიმშილობა უკიდურესად საზიანოა, რადგან იზრდება კომაში ჩავარდნის საშიშროება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მუხთარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ.

მისივე თქმით, 23 სექტემბერს საღამოს, როცა ადვოკატმა ზიბეიდა სადიგოვამ გადაწყვიტა აფგან მუხთარლის მონახულება, აღმოჩნდა, რომ ის კარცერში ჰყავდათ გადაყვანილი.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწევთ პასუხი აგონ, თუ აფგანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, რადგან ის ქართველი ჩინოვნიკების მიერ იყო უკანონოდ გატაცებული და აზერბაიჯანს სწორედ ამ გზით გადასცეს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით“, – განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ.

შეგახსენებთ, 2014 წელს საქართველოში ემიგრირებული აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბაქოში ჩაიყვანეს, სადაც აზერბაიჯანის ოფიციალურ სტრუქტურებს ჩააბარეს.

2018 წლის იანვარში ბაქოში სასამართლომ მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოს გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

საქართველოში მუხთარლის გატაცების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ამასთან, გამქრალია სთვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც მუხთარლის გატაცების არეალია დაფიქსირებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...