მთავარისიახლეებისამართალიგიორგი ოთხმეზური: ,,არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში,...

გიორგი ოთხმეზური: ,,არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს”

Published on

არ ვაპირებ შევხვდე  სალომე ზურაბიშვილს , არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს, – განუცხადა მედიას ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა რითაც პრეზიდენტის მიერ მისი შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ოთხმეზური ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და გადასცეს სალომე ზურაბიშვილის წუხილი იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“. უფრო მეტიც, ზურაბიშვილმა მასთან შეხვედრა ითხოვა.

“იყო ასე… მე და სალომე ზურაბიშვილი არ შევხვდებით, ამის საჭიროებას არ ვხედავ. არ ვაპირებ მასთან შეხვედრას”- განაცხადა ოთხმეზურმა.

,გიორგი ოთხმეზურის განმარტებით,  სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიზეზთან დაკავშირებით „ათობით ვერსია“ შეიძლება არსებობდეს. ,,რა მოხდა ამაზე ათობით ვერსიაა, თუმცა მე დავდგე და ვიმარჩიელო?!“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულია.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...