წუხელ ვარკეთილში, მესამე მასივში, მაღალი სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთი დღის განმავლობაში – დილით მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა, წუხელ -ეს ბიჭუნა/
როგორც ირკვევა, მოზარდი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა იმ კორპუსის სახურავზე, საიდანაც გადმოვარდა.
დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.
108-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი ფიქრია ჯაბანიშვილი თვითმკვლელობას გამორიცხავს და „ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ბიჭი სკოლაში არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და პრობლემები არც ოჯახში ჰქონდა.
“ოჯახში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ორი სტუდენტი და ჰყავდა. ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო. რა მოხდა, არ ვიცით, ახლაც შოკში ვართ. ყველა გაოცებული ვართ. მე ვფიქრობ, უბედური შემთხვევა მოხდა. 27 სექტემბერთან დაკავშირებით ვატარებდით ღონისძიებას, პერფორმანსი უნდა გვქონოდა და ისიც აპირებდა აქტიურ მონაწილეობას“, – აცხადებს მასწავლებელი.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს