მთავარისიახლეებიპოლიტიკადიმიტრი გაბუნია არ აპირებს თავის თავზე აიღოს ზურაბიშვილის სკანდალური მოქმედება: ...

დიმიტრი გაბუნია არ აპირებს თავის თავზე აიღოს ზურაბიშვილის სკანდალური მოქმედება: მე შვებულებაში ვიყავი და ეს ყველაფერი გავიგე მედიის საშუალებით

Published on

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებების შემდეგ დუმილი დაარღია და პირველი კომენტარი გააკეთა.

პარლამენტში მყოფ დიმიტრი გაბუნიას ამ თემაზე შეკითხვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა დაუსვა. კერძოდ განუცხადა, რომ პარტიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით “გვარდება”.

დიმიტრი გაბუნიამ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუყხად და მედიასტან საუბარშიც კატეგორიულად განაცხადა, რომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია.

“[პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება] ჩემთვის არის მიუღებელი, აბსოლუტურად. მე ეს დავაფიქსირე თათბირზეც. შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. პრეზიდენტმა მიპასუხა რომ ეს დისკრეციული უფლებამოსილება იყო, ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილება. რატო, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხო შეიძლება ვიღაცას ჰკითხო… მე ამაზე პასუხი, ბუნებრივია… არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად, მე როცა დამიბარებენ პროკურატურაში, აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს რა…”, – თქვა გაბუნიამ. მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს ვინ შეადგინა სია.

კითხვას, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება, ის პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სახით.

გარდა ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ მის მიმართ ბრალდებების გამო მისი ოჯახი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდადაა, რადგან “ეს არის ბინძური ცილისწამება”.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...