მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს...

ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს ასახელებს, შემდეგ მოდის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა

Published on

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი არის მოსახლეობის 13%, ნაწილობრივ კმაყოფილია 58%, ნაწილობრივ უკმაყოფილო – 16%, ძალიან უკმაყოფილო კი – 9%.

ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს ასახელებს, შემდეგ მოდის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 24%, 14% ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ გამოწვევად სამედიცინო მომსახურების საფასურს ასახელებს, წამლების დაბალი ხარისხი – 5%, ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში 3%. ჩამოთვლილ გამოწვევებს შორის არის და 1-1% აქვს, საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი, საავადმყოფოების სიმცირე და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ძალიან დადებითად 23% აფასებს, ნაწილობრივ დადებითად – 59%, ნაწილობრივ ან ძალიან უარყოფითად კი ჯამში – 13%.

მოსახლეობის 64% ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს, 34% კი ამბობს, რომ არა.

მათგან, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, 10% ამბობს, რომ პროგრამა მათ ყველა სამედიცინო ხარჯს ფარავს, 48% ამბობს, რომ ხარჯების ძირითად ნაწილს ფარავს, 34% ამბობს, რომ მცირე ხარჯებს, 2% ამბობს, რომ საერთოდ არ ფარავს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...