მთავარისიახლეებისაზოგადოებადასავლეთის ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაზე უმკაცრესი შეზღუდვები გამოცხადდა, საქართველოს პარლამენტში...

დასავლეთის ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაზე უმკაცრესი შეზღუდვები გამოცხადდა, საქართველოს პარლამენტში კი ამ მომაკვდინებელი პროდუქტის ხელშემწყობაზე ფიქრობენ

Published on

„დასანანია, რომ დღეს, როდესაც უკვე ცნობილია ელექტრონული სიგარეტის სასიკვდილო გავლენის შესახებ, საქართველოს პარლამენტში მომაკვდინებელი პროდუქტის რეალიზაციის და პოპულარიზაციის ხელშემწყობ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავენ. – ამ განცხადებით გამოეხმაურა „თამბაქოს კონტროლის ალიანსი” გუშინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტს მოისმენენ.

საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

კერძოდ, ნებადართული უნდა იყოს დახურულ სივრცეში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს გასინჯვა, პოპულარიზაციის და რეკლამის სხვადასხვა ფორმა, სავაჭრო ქსელებში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს შიდა გამოდება და გამარტივდეს შეფუთვის წესი, ანუ პიქტოგრამების გარეშე მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილება იყოს დატანილი.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“აცხადებს რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაუსვებელია, რამდენადაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა იმ ტრაგედიების შესახებ, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სიგარეტს უკავშირდება.

აშშ-ში ფილტვის დღემდე უცნობი დაავადებით გარდაცვლილია 6 და ასობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს. გარდაცვლილთა და დაზარალებულთა უმრავლესობა თინეიჯერია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაზე უმკაცრესი შეზღუდვები უკვე გამოაცხადა. ევროკავშირიც ასეთივე შეზღუდვებიას მომხრეა.

ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის ვიტენის ანდრიუკაიტისმა საქართველოს მთავრობასაც მოუწოდა, უფრო გაამკაცრონ ელექტრონული სიგარეტისა და ახალი მოწყობილობების რეგულირება, რადგან, ევროკომისრის აზრით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

ელექტრონული სიგარეტის მოზარდებში მოთხოვნასთან დაკავშირებით მძიმეა მდგომარეობაა საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევების თანახმად, მოზარდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საგანგაშო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს უკავია. უკვე ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელია.

მიუხედავად ამისა, პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და აღარც მალავენ, რომ მკვლელ ბიზნეს ლობირებენ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი მიიჩნევს, რომ:

1. წარმოდგენილი კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და “თამბაქოს კონტორლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღდეგება, რადგან ის მომზადებულია უშუალოდ თამბაქოს ინდუსტრიისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით. შესაბამისად, კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ელექტრონულ სიგარეტთან და ახალი ტიპის თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე, როგორც თამბაქოს პროდუქტზე ისედაც ვრცელდება ყველა სახის რეგულაცია, მათ შორის რეკლამა/პოპულარიიზაციის სრულად აკრძალვა, შეფუთვა-მარკირების წესები, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.;

2. საქართველო გამოცხადდეს ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოსა და თამბაქოს ახალი ნაწარმისაგან თავისუფალ ზონად. აღსანიშნავია ისიც, რომ ელ. სიგარეტები და ე.წ. გახურებადი თამბაქოს პროდუქტები საერთოდ აკრძალულია მსოფლიოს 48 ქვეყანაში,“-აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო bpn.ge

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...