მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო'' - მარია ზახაროვა

,,აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო” – მარია ზახაროვა

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი “თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია” და ამას ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს.  

“ფაქტია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთხრა, თუ სურთ, გაიგოთ რა ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, უნდა ესტუმრონთ მათ, ესაუბროთ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და მუშაობს და არა მათ, ვინც ბოლო წლების განმავლობაში იქ არ ყოფილა,”-თქვა ზახაროვამ. 

მარია ზახაროვას თქმით, ამერიკელი კოლეგები რუსეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ადანაშაულებენ და მშვიდობის ნაცვლად, დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.   

“ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველაფერს პირიქით აკეთებენ ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციისთვის. თუ კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და გამუდმებით საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე,”-თქვა ზახაროვამ.  

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...