მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, თქვენი ღიმილი არ არის გულწრფელი - ეს სიმწრის ღიმილია. იმაზე მალე...

,, თქვენი ღიმილი არ არის გულწრფელი – ეს სიმწრის ღიმილია. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხი პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია” – ნიკა მელიას გამოსვლიდან პარლამენტში

Published on

ბევრი დრო არ დარჩა როცა აქ, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს პარლამენტს და ქვეყანას. ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა ამ დარბაზში – ეს განცხადება ნიკა მელიამ პარლკამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რაც ქართული სახელმწიფოს მკვლელობით გამოიხატება.

„სულ ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, შემოვა როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. დიახ რამდენიმეს გაგეღიმათ მაგრამ მესმის ამ ღიმილისაც რადგან ეს არ არის გულწრფელი ღიმილი, ეს სიმწრის ღიმილია. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხი პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია. დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და ეს გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლლელობით, საქართველოს მოქალაქის თავისუფლების მკვლელობით” – განცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ ეს არის პირველი საპარლამენტო სხდომა, რომელზედაც სიტყვით გამოვიდა ნიკა მელია მას შემდეგ, რაც იგი , როგორც თავად ამბობს, „სამაჯურით შეამკეს“.

სიახლეები

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...