მთავარისიახლეებიპოლიტიკანუგზარ წიკლაური: რაღაც უნდა შევცვალოთ, პოლიტიკურმა ოპოზიციამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც

ნუგზარ წიკლაური: რაღაც უნდა შევცვალოთ, პოლიტიკურმა ოპოზიციამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც

Published on

,, ეს ლიმიტირებული პერფორმანსები მხოლოდ ამყარებს რეჟიმის უძლეველობის განცდას და აღრმავებს ჩვენი ხალხის უიმედობას” – წერს ენმ -ს წევრი , პოლიტიკოსი ნუგზარ წიკლაური თავის ფეისბუქგვერდზე.

დღეს სიმბოლურ აქციაზე ვიყავი პარლამენტთან სამასიოდე ადამიანთან ერთად. სიმბოლური კი იმიტომ იყო, რომ თითქოს ვალს ვიხდიდით, თორემ რეალური შედეგის იმედი იქ არავის ჰქონია – საღამოს გახარია პრემიერი გახდა, ხოლო პარლამენტარები წყნარად დაიშალნენ სახლებში. ჩვენც… გულზე ხელის ბრაგუნიც კი არ გამოგვივიდა.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე რუსი ჯალათის – გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნა ეროვნული მნიშვნელობის მარცხი მგონია, რომელსაც საუბედუროდ ოპოზიციამ მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია.

ბევრი რამ ითქვა ამ რუსი მოძალადის დანიშვნით; გაგვაგებინეს, რომ რუსეთი ძველებურად მართავს ჩვენს ქვეყანას და გავრილოვის წინააღმდეგ სახალხო ამბოხი მხოლოდ ეპიზოდურ შემთხვევად რჩება;
ასევე გაგვაგებინეს, რომ ჩვენი დარბევა, შეურაცხყოფა, ცემა და თვალების დათხრა არ არის კარიერული წინაღობა უმაღლესი პოსტებისკენ, უფრო პირიქით. გაგვაგებინეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი აზრი…

1995 წელს, აფხაზეთის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე თბილისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი, აფხაზეთის მიმტაცებელი და მთავარი სამხედრო მტერი პავლე გრაჩოვი მიიღეს დიდი პატივით. რუსული ბაზები დაუკანონეს, ანანურში მონათლეს და სადღეგრძელოები უძღვნეს.

მაშინაც სამიოდე ასეული კაცი აპროტესტებდა ამ თავლაფისდასხმას, მაშინაც ვიყავი იმ ხალხს შორის და დღემდე მახსოვს არა მხოლოდ დამცირების, არამედ უძლურების განცდა. მივხვდი, ცოცხლებსაც გვკლავდნენ მოკლულებთან ერთად.

ახლა 2019 წელია და ისევ იგივე: ხალხის დემონსტრაციული დამცირება და უღონო ადამიანები რუსული ცინიზმის პირისპირ. 

რაღაც უნდა შევცვალოთ, პოლიტიკურმა ოპოზიციამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც.
ეს გზა არ არის, უგზოობაა!
ეს ლიმიტირებული პერფორმანსები მხოლოდ ამყარებს რეჟიმის უძლეველობის განცდას და აღრმავებს ჩვენი ხალხის უიმედობას.

ოკუპაციის ხაზი თბილისშია და ამ ხაზთან ათასობით პატრიოტის მიყვანა არის ოპოზიციის ამოცანა – ამ ეტაპზე ალბათ ერთადერთი ამოცანა და წარმატების ერთადერთი წინაპირობა.- წერს ნუგზარ წიკლაური

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...