მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ უნდა გამოკრას ხელი შტეფსელს? - წითელი კვიციანის თავში და...

ვინ უნდა გამოკრას ხელი შტეფსელს? – წითელი კვიციანის თავში და წითელი, რომელიც მას მოსკოვიდან აუნთეს

Published on

მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს., რომელსაც პარლამენტსი უსმენდნენ

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მიმართულებით წითელია ანთებული.

„ბატო ვახტანგ, კითხვით გადმოვალ თქვენთან. წეღან, ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კვიციანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გომელაურმა კვიციანს კითხვით მიმართა, თუ რომელ წელს მოხდა ეს.

„თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქვრა ის წითელი, რატომღაც. იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს“, – განაცხადა კვიციანმა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...