მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარტიაში „თავისუფალი საქართველო'' მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა...

პარტიაში „თავისუფალი საქართველო” მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა გადახედოს

Published on

„ბოლო პერიოდში როგორც აბიტურიენტების, ისე პედაგოგების მხრიდან ბევრი კრიტიკული შენიშვნა კეთდება ეროვნული გამოცდების ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. – განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანია ე.წ. უნარების ტესტი, რომლის შედგენის მეთოდოლგია ხშირად იწვევს გაურკვევლობას და არანაირად არ ასახავს აბიტურიენტის ცოდნას ობიექტურად. წლევანდელ გამოცდებზე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალურ საგნებში აბიტურიენტმა აჩვენა მაღალი შედეგი, თუმცა უნარების ძალიან სადავო ტესტზე გაცემული პასუხის შედეგად, დარჩა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა.

იმავდროულად, ახალგაზრდების უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოებაც, რომ გამოცდების შემდეგ, განათლების სამინისტროს მიერ ხდება აბიტურიენტთა გარკვეული კატეგორიისთვის (რომელთაც სპეციალურ საგნებში დაბალი შედეგი აჩვენეს) განსაკუთრებული შეღავათების დაწესება (ე.წ. „ქულების მომატება“), რაც ძალიან არასამართლიანია სტუდენტთა იმ კატეგორიის მიმართ, რომელთაც მაღალი ქულები მიიღეს სპეციალურ საგნებში და მინიმალური ქულა (ზოგიერთ შემთხვევაში 0,2) დააკლდათ უნარებში.

მივმართავთ განათლების სამინისტროს, კანონის ფარგლებში განიხილოს აბიტურიენტების შუამდგომლობა, რათა მოხდეს შეღავათების დაწესება სტუდენტების ყველა კატეგორიისთვის თანასწორად და არადისკრიმინაციულად, მ.შ. იმ კატეგორიისთვის, რომელთაც დააკლდათ ქულები უნარების ტესტში“, – აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...