მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ თელეთში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა

სოფელ თელეთში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა

Published on

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე ამ დრომდე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა 31 აგვისტოს გამთენიისას მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი დაშავებულია 20. მათგან 17 სომხეთის მოქალაქეა ორისაქა რთველოს, ხოლო ერთი  – აზერბაიჯანის.

დაშავებულები თავდაპირველად თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს , მაგრამ ოდნავ მოგვიანებით სომხეთის ოთხი მოქალაქის ერევანში გადაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული -ეს სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა. დაშავებულები ერევანში რეანომობილებით უნდა წაიყვანონ, თუმცა ეს ჯერჯერობით შეუძებელი აღმოჩნდა ორი პაცოენტის მდგომარეობის გამო.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ორივე მათგანი ქალია, სომხეთის მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ისინი ისხდნენ ერთ-ერთ მიკროავტობუსში, რომელიც ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...