მთავარისიახლეებიპოლიტიკასამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ორშაბათს პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ორშაბათს პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს

Published on

ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის სხდომა დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ორშაბათს პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

გია ვოლსკის თქმით, არსებობს გადაწყვეტილება, რომლის გარშემოც გუნდის ყველა წევრი ერთსულოვანია.

„გაცილებით უფრო სიღრმისეული დაპირისპიება მიდის პოლიტიკურ ველზე და ჩვენ არ გვინდა ამას საზოგადოებაში დაპირისპირების ნიშნები მიიღოს. ამიტომ ჩვენ წამოვწიეთ საარჩევნო საკითხები. ჩვენმ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საკმაოდ კონსტრუქციული მსჯელობა გვქონდა“ – განაცხადა ვოლსკიმ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, რომელიც ეტაპობრივად გაჟღერდება.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ, ვითათბირეთმთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ ეტაპობრივად, ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ კიდევ უფრო მეტი და აშ. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...