მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სამ სექტემბერს იხსნება, მამუკა ბახტაძეს აღარ მოუსმენენ -...

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სამ სექტემბერს იხსნება, მამუკა ბახტაძეს აღარ მოუსმენენ – პრემიერ მინისტრის შეცვლა გადაწყვეტილია

Published on

3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსენება.

როგორც მოსალოდნელია, პარლამენტის დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრისა და ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. შესაბამისად, აღარ შედგება მამუკა ბახტაძის ანგარიშის მოსმენა, რომელიც საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნა.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. გარდა ამისა, სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს 2 სექტემბრის სხდომაზე დაადგენს.

სიახლეები

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...