მთავარისიახლეებიკონფლიქტები"პოლიციის საგუშაგოს ადგილას ძვირფასი ქვის საბადოა"- სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. საბაჟო სამსახურის...

“პოლიციის საგუშაგოს ადგილას ძვირფასი ქვის საბადოა”- სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. საბაჟო სამსახურის რუსი გენერალი დიმიტრი კოზაევი

Published on

სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი,საბაჟო სამსახურის რუსი გენერალი დიმიტრი კოზაევი ეხმიანება სოფელ უისტას მახლობლად ქართული საგუშაგოს გახსნას და დაწვრილებით ხსნის, თუ რატომ გაკეთდა იქ საგუშაგო და რატომ არის მხოლოდ საპოლიციო.

„როცა მე ვიყავი ვიცე-პრემიერი, აქ მოვიდნენ დელეგაციები ჩინეთიდან და ევროპიდან – ესპანეთიდან და იტალიიდან. როცა მოვიდა ჩინური დელეგაცია, იპოვეს მწვანე ფერის ქვა, მერაბ ზასაევმა (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაციონალური მუზეუმის დირექტორი) შეაფასა უფრო მნიშვნელოვნად, რომლისგანაც შეიძლება დაამზადო მრავალგვარი ინსტრუმენტები. ძალიან მოთხოვნადია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. შესაძლებელია ააშენო მომგებიანი საწარმო.“- განაცხადა კოზაევმა.

კოზაევის თქმით, ისინი ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ იმ ხეობაში, სადაც მდებარეობს ტალკის საწარმო.

„გეო-ადგილმდებარეობის მიხედვით დადგინდა, რომ ჩვენ საქართველოში ვართ. ჩინელები არ მიიჩნევდნენ სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში. მათ იცოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთი სამხრეთ ოსეთია, საქართველო კი – საქართველო. მაგრამ ზუსტად იმ ადგილას, სადაც იყო საბადოები, მაშინ გეო-პოზიციამ აჩვენა, რომ ეს ტერიტორია ქართული მხარის კონტროლის ქვეშ იყო. მაგრამ ეს ჩვენი ტერიტორიაა. მე დავწერე მემორანდუმი, გავუგზავნე  პრეზიდენტს, დავსვი შეკითხვა მთავრობაში, რომ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენი საზღვრების იდენტიფიცირება, რომ ხვალ ძალიან გვიან იქნება. საკითხი ეხებოდა დაახლოებით ორი კილომეტრის ტერიტორიას, თუმცა  არაფერი გაკეთებულა, ”- აცხადებს კოზაევი. მისი თქმით, საგუშაგო პოლიციური ქვედანაყოფისაა, რადგან თუ სასაზღვრო იქნებოდა, მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ სამხრეთ ოსეთთან საზღვარი თავისთავად იარსებებდა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...