მთავარისიახლეებიპოლიტიკაკულუარული ინფორმაციით, ორშაბათს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება - გიორგი გახარია

კულუარული ინფორმაციით, ორშაბათს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება – გიორგი გახარია

Published on

მედიაში რამდენიმე დღეა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც კულუარულ წყაროებს ეყრდნობა.

ამ წყაროების თანახმად, ორშაბათს, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო მამუკა ბახტაძის შეცვლის გადაწყვეტილება – ინფორმაციით, ბახტაძეს მთავრობის მეთაურის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეცვლის.

ამავე წყაროს ცნობით, შს სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის პოსტზე ბრუნდება. 
საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ კვირას როსტომ მეფის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილთან აუდიენცია ჩაინიშნა. სადაც პარტიის თამჯდომარე გადაწყვეტილებას გააცნობს გუნდს, რომელიც ორშაბათს გაჟღერდება.

,,თუ გახარიას გაპრემიერება მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არის გამწვავება ვითარების, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ჩემი აზრით, მოემსახურება ივანიშვილის ილუზიას, რომ ძალის დემონსტრირებას მოახდენს, რაც მას ვერ იხსნის საარჩევნო თვალსაზრისით, მაგრამ გვიბიძგებს კიდევ ერთი ნაბიჯით სახიფათო რადიკალიზაციის და დაძაბულობის ზღვრისკენ. – განაცხადა ტვ პირველის ეთერში საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გავრცელებულ ხმებზე, რომ გიორგი გახარიამ შეიძლება პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავოს. 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...