მთავარისიახლეებისაზოგადოებაუგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს [Video]

Published on

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, ეს დღე მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება და ამ თარიღს საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა. სწორედ ამ პერიოდიდან ასოციაცია „ქსენონი“და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისი ერთობლივი პროექტის „ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების რეაბილიტაცია და გაძლიერება სამეგრელო ზემო-სვანეთში“ ფარგლებში მუშაობენ და ომის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს უწევენ მხარდაჭერას და რაც ყველაზე მთავარია მიმდინარეობს უგზო -უკვლოდ დაკარგულების ნეშტის მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენების პროცესი. უკვე მეოთხე წელია, რაც ტრადიციად იქცა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სახელობის სკვერში შეკრება, სადაც თავს იყრიან კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. როგორც ცნობილია, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო -უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...