მთავარისიახლეებისაზოგადოებაEchowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

Echowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

Published on

„Echowaves 2019-ის“ ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს.

„Echowaves Festival 2019 დასრულდა. კავკასიაში, ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე, 22-25 აგვისტოს ანაკლიამ ათასობით სტუმარს უმასპინძლა, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, თითოეულ ლოკალურ და საერთაშორისო არტისტს, რომლებიც 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიას ეწვივნენ და შექმნეს Echowaves Festival. 
საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-იდან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც. ფესტივალის გუნდი თანადგომას უცხადებს დაკავებულ 3 ადამიანს. რაც შეეხება ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთა დასახმარებლად სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიას: წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები გირაოს გადასახდელად. თუკი გსურთ, დაეხმაროთ დაკავებულებს, შეგიძლიათ თანხა გაიღოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000047075900GEL თიბისი ბანკი : GE28TB7880845061100086 Paypal: [email protected] პირადი ნომერი: 60001147134 მიმღები პირი: ზურა ნიჟარაძე დანიშნულებაში მიუთითეთ, თუ ვის ურიცხავთ თანხას. #გუგასთვის #გიორგისთვის #თაკოსთვის მითითების გარეშე ჩარიცხული თანხა თანაბრად გაიყოფა სამივე დაკავებულზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...