დე ფაქტო „საგარეო უწყება“ – კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას

0
646

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობას „სიტუაციის გააზრებულად და დემონსტრაციულ გამწვავებად“ აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა, არა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, – ხაზგასმულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთი“ დღევანდელ მდგომარეობას ადარებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ შექმნილ სიტუაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

წინა სტატია2019 წელს სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
შემდეგი სტატიამეორადი ჩარიცხვები არ იქნება – ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური