მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშეხვედრა ერგნეთში - საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად ...

შეხვედრა ერგნეთში – საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი დაგროვდა

Published on

ერგნეთში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა. შეხვედრას ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრ, თუ რა საკითხები იქნება შეხვედრაზე განხილული,

„დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგით დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო „ბორდერიზაციას“, რა დროსაც მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს უკანონო, ხელოვნური ბარიერები. მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ასევე, ვისაუბრებთ საოკუაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ამას გარდა, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. ამ მწვავე დღის წესრიგის პარალელურად, რა თქმა უნდა, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს”, – განაცხადა ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად იმართება, რომლის ფარგლებშიც ძირითადად განიხილება წინა შეხვედრის შემდგომ მომხდარი მოვლენები.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...