მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს, 28 აგვისტოს თბილისში ლოცვითი მსვლელობა გაიმართება

დღეს, 28 აგვისტოს თბილისში ლოცვითი მსვლელობა გაიმართება

Published on

დღეს, 28 აგვისტოს, თბილისში ლოცვითი მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ავრცელებს.

„28 აგვისტოს, მარიამობას, 14:00 საათზე სალიტანიო ანჩისხატი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება, სადაც ხატს შეეგებებიან მორწმუნეები და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში.

სიწმიდეების წინაშე აღევლინება პარაკლისი ერის კეთილდღეობისთვის.

აღსანიშნავია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კულტურის სამინისტროში შეტანილია ანჩისხატის ტაძარში დაბრუნების პროექტი, რომლის აღსრულებას ათასობით ხელმომწერი ელოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...