მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

Published on

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს აქვს ორი სიახლე: პირველია, რომ იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესი, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ, მეორეა კი ის, რომ ზუგდიდში უახლოეს პერიოდში 300 ბინა გადანაწილდება.

გიორგაძის განცხადებით, ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან 60 თბილისში, 60 ქუთაისში და 60 ზუგდიდში მდებარეობს.

„უახლოეს პერიოდში თბილისში 800-ზე მეტი ბინა განაწილდება, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ქუთაისსა და ზუგდიდში, 1000-მდე მშენებარე ბინაა ზუგდიდში, ხოლო ქუთაისში – 800 ბინამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ათასობით ოჯახი განსახლდა, კვლავ რჩებიან ვეტერნები, რომელთაც არ აქვთ განსახლება მიღებული. ამ პროცესის დაჩქარების მიზნით პრემიერ-მინისტრმა დააანონსა ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ იმ დევნილი ვეტერანი ოჯახებისთვის, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოსთვის, განაწილების ყოველ ეტაპზე ბინების ცალკე რაოდენობა იქნება და ისინი ბინებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამ ეტაპზე 180 ბინაა, რომელიც გადაეცემათ თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მეორე სიახლეა, რომ უახლოეს მომავალში შეგვეძლება, გავანაწილოთ 300 ბინა ზუგდიდში, სადაც 360 ბინა დასრულების ეტაპზეა. ვინაიდან ცალკე კვოტა გვაქვს ვეტერნებისთვის, ანუ 60 ბინა, 300 ბინა კონკურსის წესით, ქულების გათვალისწინებით გადანაწილდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. პარალელურად, დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ“, – განაცხადა გიორგაძემ.

მანვე ისაუბრა განაცხადების შევსების განხილვისა და ბინების გადაცემის პროცედურის შესახებაც. „პირველ რიგში ივსება აპლიკაციები, შემდეგ ხდება მათი შეფასება, განხორციელდება მონიტორინგი, შემდეგ კომისიური წესით (სადაც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ხდება ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნდება ყველა ის ოჯახი, ვინც კონკრეტულ ეტაპზე მიიღებს ბინებს. თბილისში ვვარაუდობთ, რომ სექტემბრის ბოლომდე უკვე შევძლებთ, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ზუგდიდში კი ჯერ აპლიკაციების მიღების პროცესია და ის ოჯახები, რომელთაც უკვე შევსებული აქვთ აპლიკაცია, თავიდან არ საჭიროებენ შევსებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეცვლებათ რაიმე გარემოება და შესაბამისი განცხადებით გვიფიქსირებენ ამ გარემოების ცვლილებას. სხვადასხვა კორპუსია, სხვადასხვა კომპანია აშენებს და შესაბამისად, ჩაბარების თარიღიც სხვადასხვაა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სიახლეები

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მოქალაქეებიც აპროტესტებენ . აქცია...

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის გამართვას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, სხდომა მოიწვიოს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე იმსჯელოს. ოპოზიციონერები...

როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა – კალაძისთვის ხუჭუას გადაწყვეტილება “გაუგებარია”

კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივს "გაუგებარს" უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად...

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე დროებით ყველა...