მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი ილიკო დარასელია ჩინეთში გაივლის ერთწლიან სტაჟირებას ჩინურ ენაზე

ზუგდიდელი ილიკო დარასელია ჩინეთში გაივლის ერთწლიან სტაჟირებას ჩინურ ენაზე

Published on

  • “ზუგდიდელმა, მეორე საჯარო სკოლისა და და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური კონცენტრაციის (გერმანული მიმართულება) კურსდამთავრებულმა ილიკო დარასელიამ, მოიპოვა იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსება, რის შედეგადაც ილიკო 2019 წლის სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს ჩინეთში, ქალაქ სიამენში და გაივლის ერთწლიან სტაჟირებას სიამენის უნივერსიტეტში (“Xiamen University”) ჩინურ ენაზე.


პროგრამა სახელწოდებით “The Great Wall ” გულისხმობს ყოველთვიურ სასწავლო-კვლევით სტიპენდიას როგორც ჩინეთის მთავრობისგან, ასევე იუნესკოსგან და სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.

კონკურსში 135 ქვეყნის 270-მდე აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ქართული, ინგლისური და ჩინურენოვანი გასაუბრების შემდგომ, წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, იუნესკომ, სულ შეარჩია 75 სტიპენდიანტი, რომელთაგან დაფინანსება საქართველოს კანდიდატმაც მოიპოვა.”

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...