მთავარისიახლეებისაზოგადოებამულახის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

მულახის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

Published on

მესტიის სოფელ მულახის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” მულახში მცხოვრებმა შორენა გულედანმა განუცხადა, სოფელში სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა.

” მე-17 საუკუნის ურმის გზას დაემსგავსა ჩვენი სოფლის გზა. ტურისტებსაც ექმნებათ პრობლემა და მოსახლეობასაც. რამდენი ხანია ამის მოგვარებას ვითხოვთ. სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიცაა. კოშკები ინგრევა, ყოველ ზაფხულს ამოდიან და ფოტოს უღებენ, მეტი არაფერი კეთდება“, – განაცხადა გულედანმა.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტილი გზა გუბერნატორის თხოვნით უკვე გახსნა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს დღეს, 17.00 საათზე გუბერნატორთან ერთად შეხვდება და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

“დიდი ხანია ვიცი მათი პრობლემების შესახებ და ვიზიარებ მათ წუხილს. “გზები შესაკეთებელია. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლება გადაწყვეტილიყო, ეს არის გზის რეაბილიტაცია, რაც ტენდერზე გავიდა და შერჩევა-შეფასების ეტაპზა. აქ არ არ არის მარტო გზის პრობლემა, აქ არის წყლის, კანალიზაციის პრობლემა. ასევე საუბარია სოფლის განვითარების გენგეგმის დამტკიცებაზე. დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა გვექნება და დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს”, – აცხადებს მესტიის მერი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...