მთავარისიახლეებისაზოგადოებანუგზარ წიკლაური: ეს ტყვიები მას ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა...სამძიმარი პანკისელებს და ყველას,...

ნუგზარ წიკლაური: ეს ტყვიები მას ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა…სამძიმარი პანკისელებს და ყველას, ვინც რუსულ იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლას აგრძელებს

Published on

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ეხმაურება:

გუშინ გერმანიაში მოკლეს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი, კავკასიის დიდი პატრიოტი და თავისუფლების მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილი. ერთი მათ შორის, ვინც დაუხვდა კავკასიაში შემოჭრილ რუსებს.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ესროლეს რუსებმა, დაჭრეს ოთხი ტყვიით და სახელმწიფომ სხეულის მსუბუქი (!!!) დაზიანებით აღძრა საქმე და დაცვის გამოყოფაზეც უარი თქვა. გაქრა ვიდეოკამერების ჩანაწერებიც… 
მერე წავიდა საქართველოდან და ახლა გერმანიაში ესროლეს უკვე სასიკვდილოდ.

ბევრმა არ იცის, რომ ზელიმის უშუალო ჩარევის გარეშე ჩვენ გვექნებოდა ბევრად მეტი მსხვერპლი ლაფანყურის სპეცოპერაციისას; ზელიმხან ხანგოშვილი იყო ის კაცი, ვინც ყველანაირად ცდილობდა, რომ პანკისელი მოზარდები არ წასულიყვნენ სირიის სასაკლაოზე. აგრეთვე, ზელიმხანი იყო იმედიანი კაცი, რომელიც მხარს უჭერდა კავკასიელების ბრძოლას ყველგან და მთელი მისი ძალ-ღონით.

ასლან მასხადოვი და ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია. ეს ტყვიები მას ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა.

ხსოვნა იყოს ამ საუკეთესო კაცის, თავდადებული კაცის, რომლის სახელი შეუერთდა რუსების ძალმომრეობასთან მებრძოლ გმირთა უკვდავ გუნდს.

სამძიმარი პანკისელებს და ყველას, ვინც რუსულ იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლას აგრძელებს. – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...