ფეოლა, ღვინის ქურდები, მელიებზე მონადირე… კურიერის ნაცვლად. გუშინ რ2-ის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე 16%ზე დავიდა

0
733

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძეგადაცემაში “სპექტრი” ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბროა.

მისი თქმით, იყო იმ ადამიანების შავი სია, ვისი გაშვებაც უნდოდათ. 

“იყო შავი სია იმ ადამიანების, ვინც უნდა გამოვეშვით “რუსთავი2”-დან და ეძებდნენ საფუძველს, იმიტომ რომ პაატა სალია რომ მოვიდა ტელევიზიაში პირველივე დღეს შეგვხვდა “ნიუს რუმს” და მეორე დღეს იყო ჩვეულებრივი კომუნიკაცია, არხი მაუწყებლობდა, იმართებოდა პროგრამირების საბჭოს თათბირები, უკვე პაატა სალია ატარებდა და ელემენტარულად არხს რომ გაეგრძელებინა ოპერირება კომუნიკაცია გვჭირდებოდა გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეს ანუ მე თითქმის ყოველდღიური.

მე მას ვუთხარი პირველივე შეხვედრაზე -პაატა აქ საბოტაჟნიკი არავინაა , აქ ეთერს არავინ არ გათიშავს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მაყურებელს. მან ნახა ერთი თვე და ის ორი დღე, როცა ჩემი ხელმძღვანელობით გადიოდა კურიერი .

ვერც ბადე დაგეგმა, ვერც სერიალების გამეორება დასვეს ნორმალურად , ჩამოებრეხვა ტელევიზიის რეიტინგი და მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ კურიერზე იდგა . ამოიღონ რეიტინგები და ნახონ.

გუშინ რ2-ის რეიტინგი იყო 16%. სალია შევიდა “რუსთავი2″-ის ისტორიაში დირექტორად, რომელმაც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოიყვანა ტელევიზიის რეიტინგი, ის შევიდა ისტორიაში ადამიანად, რომლიოს ხელმძღვანელობის პერიოდშიც არ გავიდა კურიერი. 2 დღეა კურიერი ეთერში არ გადის ასეთი არასდროს მომხდარა”-აცხადებს ნოდარ მელაძე.

წინა სტატიაგამოცხადდა კონკურსი ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე
შემდეგი სტატიადღეს შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური