მთავარისიახლეებისამართალიმე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის. ამ საქმის...

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის. ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის -ბაჩანა შენგელია

Published on

პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას მისი შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუკზე ეხმაურება. შენგელიას თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ საქმე დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა. როგორც შენგელია აცხადებს, ის ბრძოლას არ წყვეტს და ყველაფერს გავაკეთებს, რომ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს:

„პარასკევ საღამოს, 23 აგვისტოს ,,აპოლიტიკურმა პროკურატურამ” შეწყვიტა ია კერზაიას საქმის გამოძიება და ეს ფაქტი ახსნა საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობით.

განცხადება, სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის.

საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების) ამოღება და მოგვიანებით გაანადგურეს, ექსპერტიზაზე არასრული მასალა გააგზავნეს, არ დაკითხეს მთავარი მოწმეები, არ დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და არ შეასრულეს არაერთი პროცესუალური თუ საგამოძიებო მოქმედება.

აპრილში, როდესაც მასალებს გავეცანით, ცხადი გახდა, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, უბრალოდ დაელოდნენ ,,შესაფერის დროს” გამორთულ რუსთავი2-ს და ასე ქურდულად, წინასწარი შეტყობინების გარეშე (ჯურნალისტებისგან გავიგე) განაცხადეს, რომ ამ საქმეს დამნაშავე არ ჰყავს. რომ მართალია ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე პრატიკულად აწამეს, მაგრამ კანონი ფორმალურადაც არავის დაურღვევია.

ეს არის ამ ხელისუფლების სამართალი, მაგრამ ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები იმ პროკურორების და გამომძიებლების სახით, ვინც ამ საქმის ფაბრიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ისინი მთავარ დამნაშავეებთან – გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან.

ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. არანაირი საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით, ეს წააკითხონ და დააჯერონ მათ, ვისთვისაც დაწერეს.

სამართალი აუცილებლად იზეიმებს!“- წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...