მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილი ნადირობს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიაზე, თუმცა ამაოდ. მისი ბატონობის დღეები დათვლილი...

ივანიშვილი ნადირობს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიაზე, თუმცა ამაოდ. მისი ბატონობის დღეები დათვლილი – ოპოზიცია ტვ პირველზე შეტევის შესახებ

Published on

პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის ავთანდილ წერეთლისათვის ბრალის წაყენებას ოპოზიცია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა ტელევიზია თვითონ დაიქვემდებაროს და სამთავრობო მედიის პირობებში ჩაატაროს 2020-ის არჩევნები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას განცხადებით,
ივანიშვილი ნადირობს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და ცდილობს, რომ ეს ველი მოასუფთავოს ბოლომდე.

,,ტვ პირველის დირექტორი და დამფუძნებლები უფრო მეტ დროს ატარებენ პროკურატურაში ბოლო დროს, ვიდრე ტელევიზიის შენობაში და ეს ყველაფერი დასრულდა ახლა ბრალით, ივანიშვილს აქვს შეგრძნება, რომ მან უნდა მოასწოროს და მოასუფთავოს აგვისტოს განმავლობაში მედია-ველი, იმისთვის რომ რაღაც თვალსაზრისით თავი გადაირჩინოს. როგორც ჩანს შიშმა აიტანა ეს ადამიანი.“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდილობს გააჩუმოს ყველა ტელეკომპანია, საიდანაც ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ვითარებასთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია ისმის. ქარდავას თქმით, მსგავსი ქმედებებით ივანიშვილი თავისი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ეს გამორიცხულია:
„ ივანიშვილისთვის ობიექტური ინფორმაცია არის კატასტროფა, იმიტომ რომ ობიექტურად ქვეყანაში არის კატასტროფული ვითარება. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიური მოტივაცია ამოძრავებს ივანიშვილს, პროკურატურა მე მგონი საერთოდ სხვა საქმეებით არ არის დაკავებული, სია აქვს გაკეთებული და პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნესმენების, რომლებიც რაღაც სახით ოპონენტებად შეიძლება იყოს მათ წარმოსახვაში და თავისუფალი მედია საშუალებების, მხოლოდ ამათ დევნიან და ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით რაღაცნაირად ხელისუფლებას შეინარჩუნებს. გამორიცხულია, ივანიშვილის დღეები დათვლილია“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და მისი აზრით, ახლა ბოლოში მიჰყავს საზოგადოებრივი პროტესტის ჩარჩოში მოქცევა, მას სურს რ2-ის დახურვას ახლა უნდა მოაყოლოს ტვ პირველის ჩახშობა. თუმცა, რაც უფრო მეტად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი რომ მოხუფოს და ჩარჩოში მოაქციოს, მის მიმართ არსებული საზოგადოებრივი პროტესტი. ახლა რაიმე დათმობა და მერყეობა მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა გამოვლენილი სიმტკიცე, როგორც ეს რ2-ის ჟურნალისტებმა აჩვენეს, მოახდენს საზოგადოებას ისეთ მობილიზაციას, რომელიც ყველაზე საუკეთესო თავდაცვა იქნება ავთო წერეთლისთვის იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც მის მიმათ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...