სოლიდარობა და კოლეგიალობა, როგორც ასეთი – ინგა გრიგოლია რუსთავი 2 – იდან წასული კოლეგების მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებს

0
831

“რუსთავის 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს ნოდარ მელაძეს სოლიდარობას უცხადებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია და სოციალურ ქსელში მელაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

“ნოდარ მელაძეს რომ გაუშვებენ ტელევიზიიდან, ეს უკვე პოლიტიკური დიაგნოზია, გაცვეთილ ფრაზას დავწერ, მაგრამ მაინც დავწერ-იმან იდარდოს, ვისაც უშენოდ მოუწევს მუშაობა,თორემ ის როგორ გალაღდება ,ვისთანაც ამიერიდან იმუშავებ, ეგ მე და შენ გადასარევად ვიცით! მიყვარხარ და წარმატებები, ადამიანო-ტელევიზიავ“, – წერს გრიგოლია.

ცოტა ხნით ადრე ინგა გრიგოლიამ რუსთავი 2 – დან წასულ სხვა კოლეგებსაც მიმართა, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი ლაფერაშვილს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძე და ნოდარ მელაძესაც.

როცა მე ,,იმედიდან,, გამომაგდეს, თქვენმა მხარდაჭერამ,თქვენმა სოლიდარობამ და თქვენმა გადაცემებმა გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი,ახლა ის დროა,როცა მე უნდა გამოგიცხადოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა, წარმატებებს გისურვებთ ყველგან,სადაც არ უნდა გააგრძელოთ მუშაობა და ეხლა გეუბნებით მადლობას თქვენი მაშინდელი არნახული სოლიდარობისთვის

წინა სტატიახალვაშმა რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ ბრძოლა ლოგოთი დაიწყო და ბოლოს მხოლოდ ლოგო შერჩა
შემდეგი სტატიაანაკლიაში ხვალ მუსიკალური ფესტივალი იწყება, ადგილობრივები კი სტუმრების ნაკლებობას უჩივიან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური