მთავარისიახლეებისაზოგადოება„კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ არხი დატოვა

„კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ არხი დატოვა

Published on

„რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

„დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ ჩემია, „რუსთავი 2“ ჩვენ წაგვართვეს და „რუსთავი 2“ ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში, ამაყი ვარ ყველა წლით“, – განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „კურიერელები“ მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს, ეთერში „კურიერის“ არც ერთი გამოშვება არ გასულა.

ამასთან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...