მთავარისიახლეებისაზოგადოება" 2013 წელს ნინო შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა" - ნიკა...

” 2013 წელს ნინო შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა” – ნიკა გვარამია

Published on

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 2013 წელს ნინო შუბლაძე, რომელიც ტელეკომპანიის მაშინდელი დირექტორი იყო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს არხის განადგურებაზე უთანხმდებოდა.

„ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება ნინო შუბლაძეზე. მასაც უნდა ახსოვდეს ალბათ, რის გამოც წავიდა. ის ვიდეო დღესაც არსებობს, სადაც შუბლაძე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთან „რუსთავი 2“-ის განადგურების გეგმაზე საუბრობს. მე ვანახე მას ეს ვიდეო და ამის გამო წავიდა. მე საკუთარი სიტყვა დავიცავი და არსად გამომიქვეყნებია ეს ვიდეო, პირიქით, 50 000-ლარიანი პრემიით გავაცილე ნინო შუბლაძე სამსახურიდან” – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, შუბლაძეს ის შეუთანხმდა, რომ წასულიყო არხიდან და ვიდეოს არ გამოაქვეყნებდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...