მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა სალია: ,,რუსთავი 2 არ გაკოტრდება, ის იქნება წარმატებული და...

პაატა სალია: ,,რუსთავი 2 არ გაკოტრდება, ის იქნება წარმატებული და მაქსიმალურად კრიტიკული ტელეკომპანია“

Published on

„ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ არხი არ გაკოტრდეს, ის იყოს წარმატებული და მაქსიმალურად კრიტიკული ტელეკომპანია,“ – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არხის ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის. ამასთან, პაატა სალიას ინფორმაციით, მიმდინარეობს ტელეკომპანიის ვალის რესტრუქტურიზაციაზე მუშაობაც.

„მოგეხსენებათ, ახლა არის მომდევნო სეზონისთვის მზადების პერიოდი. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყებად. სწორედ ამიტომ, თუ იქნებოდა ცვლილებები, ჩვენ მესაკუთრის ცვლილება უნდა მოგვეხდინა იმგვარად, რომ ხელი არ შეშლოდა არხის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ არხი არ გაკოტრდეს, ის იყოს წარმატებული და მაქსიმალურად კრიტიკული ტელეკომპანია.

ამ მოკლე ვადაში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და გეგმები. სამოქმედო გეგმის შესახებ აუცილებლად გავესაუბრებით საზოგადოებას, რა თქმა უნდა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავთქვამთ. ასევე, სახელმწიფოსთან ვმუშაობთ ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე. უფრო აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან. მოგეხსენებათ, 70 მილიონზე მეტია დავალიანება, როგორც ბიუჯეტის, ასევე სხვა კრედიტორების მიმართ. ანუ სამუშაო ძალიან დიდი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას აუცილებლად გადავლახავთ,“ – განაცხადა პაატა სალიამ

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...