მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილი: ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივეა გასაკეთებელი

მიხეილ სააკაშვილი: ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივეა გასაკეთებელი

Published on

“ჩვენ დავეწევით და გავუსწრებთ [პოლონეთს], ჩვენი ხალხი იცხოვრებს ისე, როგორც ცხოვრობს ხალხი აქ, ბედნიერად, წარმატებულად” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში ჩაწერილ სარეკლამო რგოლში საქართველოს “წყვდიადიდან” გამოყვანაზე საუბრობს.

“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის ისევ გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, ვიდრე არის პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვაში, გერმანიაში”, — ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში რამდენიმე რეფორმა უნდა ჩატარდეს – დღგ-ს გარდა გაუქმდეს ყველა გადასახადი, შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

გთავაზობთ ვიდეორგოლის ტექსტურ ნაწილს:

,,საქართველოში უნდა გათენდეს!

ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ.

“საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც იქნება მხოლოდ ერთი გადასახადი, უქმდება მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დივიდენდების გადასახადი, საქართველო იქნება მხოლოდ ერთი გადასახადის ქვეყანა მთელ მსოფლიოში. 

საქართველოში იქნება ყველაზე მცირე ზომის და ყველაზე ტექნოლოგიური მთავრობა ევროპაში. მთელი ეს ჩინოვნიკები, რომლებიც ახლა წნეხად აწევს ხალხს, მოგშორდებათ, წურბელები ჩამოშორდება, ჩვენ გვექნება ძალიან პატარა, მთლიანად სერვისზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ეს იქნება მთავრობის არსი ქვეყანაში.

თქვენ გადაწყვეტთ თქვენი მობილური ტელეფონით, სად წავა თქვენი ფული. “სახელმწიფო სმარტფონში” – ეს იქნება კონტროლის საერთოდ ახალი წესი.

შეიქმნება მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა და მინიმუმ ორი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად გამოიკვლევა უფასოდ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები. ქართველი ადამიანი იქნება ჯანმრთელი.

მთავრობა შემცირდება, ფულს ვეღარ მოიპარავენ. სად წავა ეს ფული? არა რაღაც საერთო პროგრამებზე. ყველა თეთრი, რომელიც დაიზოგება, რომელიც აღარ შეიჭმევა ამათ [მთავრობის] მიერ, წავა სოციალური დახმარების გაზრდაზე. სოციალური დახმარება გაიზრდება მინიმუმ სამჯერ, საქართველოში უნდა გათენდეს მათ შორის, გაჭირვებული ადამიანისთვის” – ამბობს ექსპრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის თქმითვე, ლაზიკაში აუცილებლად შეიქმნება “თავისუფალი ქალაქი”, სადაც ოჯახების შემოსავალი იქნება ასობით ათასი ლარი წელიწადში. ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში გაუქმდება ციხეების დიდი ნაწილი.

“უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საერთოდ საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა საშუალებას ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის და რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარების, საზოგადოებაში დაბრუნების ღონისძიების გატარების, ადამიანის ციხეში გამოკეტვის გარეშე. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული სხვა რაოდენობის დამნაშავეები.

ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. არც ერთი სამართალმცავი არ უნდა მიეკაროს იმ სისტემას, და ეს ეხება ყველა სხვა სფეროს. საქართველოში გაიზარდა სრულიად ახალი თაობა, წამოვიდა ახალი ხალხი, მაგარი განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ფლობით, რომელმაც იცის კონტექსტი, იცის, რა სჭირდება ქვეყანას, აქვთ ახალი იდეები, ამ ხალხთან ერთად, ჩვენ ყველანი შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში, ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკას ევროპაში, ერთად დავამარცხოთ წყვდიადი, საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს” – ამბობს სააკაშვილი.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...