მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ დაიბარეს გეგიძე დაკითხვაზე და რა კავშირი აქვს მას ბიუჯეტიდან მოპარულ 100...

რატომ დაიბარეს გეგიძე დაკითხვაზე და რა კავშირი აქვს მას ბიუჯეტიდან მოპარულ 100 მილიონ ლართან

Published on

ბიუჯეტიდან მოპარული 100 მილიონი ლარი – „Presa.ge”-ს ინფორმაციით, ბიძინა გეგიძე სწორედ ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

უფრო ზუსტად კი, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, გეგიძის დაკითხვაზე გამოძახება ფიქტიური დღგ-ს საშუალებით ბიუჯეტიდან გატანილ ას მილიონზე მეტი ლარის კორუფციულ სქემას ეხება.

სუს-მა ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც „კურიერმა“ და “Presa.ge”-მ ფაქტი გაასაჯაროვა.

თუმცა, მედიის ინფორმაციით, სქემის მთავარი მონაწილეები პრემიერი ბახტაძე , ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, მის ნათესავი, ლაშა ქორიძე და ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია.

გომელაურის უწყება კი არც ერთი მათგანით არ დაინტერესებულა, რის გამოც გამომძიებელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გეგიძის დაკითხვაზე დაბარება ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან მის მეგობრობას უკავშირდება.

„გეგიძე დაკითხვაზე დაიბარეს იმიტომ , რომ ის არი კვირიკაშვილის კლანის წარმომადგენელი მისი მეგობარია და ვინაიდან კვირიკაშვილს აქვს პოლიტიკური გეგმები ხაზარაძესთან დაკავშირებით, ამიტომ  გეგიძე შეავიწროვეს და დაიბარეს დაკითხვაზე. იბარებენ ანტიკორუფციულ სააგენტოში, ჩვენი ინფორმაციით, ფიქტიურ დღგ-ებთან დაკავშირებით, ბიუჯეტიდან მოტეხილი 100 მილიონი ლარის ფარგლებში,“-ამბობს კაპანაძე.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...