მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 ახალგაზრდა გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 ახალგაზრდა გაიტაცეს

Published on

გატაცების მორიგი შემთხვევა – გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან, რუსმა ოკუპანტებმა 7 ახალგაზრდა გაიტაცეს.

სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

გატაცების ფაქტს ადასტურებს მეჯვრისხევის მერიის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან და მათი ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რა ვითარებაში მოხდა გატაცება უცნობია.

ოკუპანტები ოჯახებს ჯერ არ დაჰკავშირებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და ზუსტდება ინფორმაცია. 

„7 ბიჭი წაიყვანეს. მე სულ შემთხვევით გამოვედი, ერთ-ერთის ბებია გარბოდა ზევით და მეთქი, რატომ მირბის-თქო და გავიგეთ, რომ ბიჭები წაუყვანიათ. 7-ნი არიან წაყვანილები, ახალუბნელები არიან ყველა… გასულები იყვნენ პურის საჭმელად და იქიდან წაიყვანს და რატომ და რისთვის არ ვიცით.  წმინდა გიორგის სალოცავია, იქ მივიდნენ და იქიდან წაიყვანეს“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ციცო ელიაური. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...