მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურჯი ხათუნი, შვილიშვილი თამარ დედოფლისა

გურჯი ხათუნი, შვილიშვილი თამარ დედოფლისა

Published on

თურქეთში, ერზრუმის პროვინციაში სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას, ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით, თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

ელჩის ინფორმაციით, პასინლერის რაიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის გურჯი ხათუნად წოდებული სარკოფაგები.

გურჯი ხათუნი , (თამარი) რუსუდან მეფის შვილი იყო და სულთან ქეი-ხოროვ II-ზე იყო დაქორწინებული.

13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით “გურჯი-ხათუნი” შეარქვა.

დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა “გურჯი-ხათუნის” მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა.

თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა “მზე და ლომი” (“შირ-უ-ხურში”)

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...