მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს

Published on

გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა გააკეთა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთლხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა. 

ოჯახები საკუთარი სახლის დემონტაჟს საკუთარი ხელით ახდენენ. 

ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინოს. 

„ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს დემონტაჟს, უთხრეს, რომ 3 დღეში უნდა დაცალოს, რადგან შესვლა მერე შეუძლებელი იქნება… ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, – ამბობს ლომჯარია.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...