ზაალ უდუმაშვილი: თავჩაღუნულობის და ხმის ამოუღებლობის პოლიტიკით ,,ოცნების” ხელისუფლება ახალ ახალ ტერიტორიას აკარგვინებს ქვეყანას

0
517

გუგუტიანთკარში არსებულ მდგომარეობას და მოსახლეობის მიერ ხელისუფლების მიმართ დახმარების თხოვნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

უდუმაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ დიდი ხანია, მიტოვებულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.

„ეს ბორდერიზაციის პროცესი და მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას ეს თავჩაღუნულობის და ჩავდაქინდრულობის პოლიტიკა აქვს და ხმის ამოუღებლობის. ნეტავ, დათვალა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლების განმავლობაში, მათმა ასეთმა პოლიტიკამ რამდენი ტერიტორია დააკარგვინა ქვეყანას. ეს მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება პრაქტიკულად და ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ახალი მავთულხლართები ებმება, ეს ხომ გაგრძელდება და არ გაჩერდება, მართლა, როდემდე უნდა გაგრძელდეს, სანამ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების სახლებზე არ გაივლის უშუალოდ მავთულხლართები? ამისთვის საჭიროა ძალიან მკვეთრი ნაბიჯები და ძალიან მკაცრი პოლიტიკა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წინა სტატიაამერიკულმა ჯგუფმა “კონტი” ანაკლიის კონსორციუმი დატოვა
შემდეგი სტატიაანაკლია ივანიშვილს რუსებისათვის უნდა, რატომ მოუწყობენ მას პორტს კონტი და სხვა დასავლელი ინვესტორები?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური