მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი გუნდი შემოდგომისთვის სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს?

მმართველი გუნდი შემოდგომისთვის სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს?

Published on

ვრცელდბეა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ოქტომბერში ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად სამთავრობო ცვლილებები მოხდება.

ამააზე საუბარი როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებშიც მიმდინარეობს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს, ოღონდ არა გუნდის გაჯანსაღების და უფრო კომპეტენტური ადამიანების მოყვანის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მისმა ახალმა სამთავრობო გუნდმა 2020 წლის არჩევნები ნებისმიერი ხერხით მოაგებინოს და ხელისუფლება შეანარჩუნებინოს.

სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ “კურიერს” უყვება, რომ მამუკა ბახტაძის ბედი გადაწყვეტილია და მას უშვებენ. მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. გუნდში ახლა ბახტაძის შემცვლელზე მსჯელობენ.

“კურიერის” ინფორმაციით, ჭიდილი ორ კლანს შორის მიდის, ღარიბაშვილის გუნდს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს, გახარიას კი ივანიშვილი ლობირებს.

ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ “კურიერის” ინფორმაცია სრულიად დასაშვებია. თუმცა, ეკა ბესელია არ მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისი შეფასებით ამ პასუხისმგებლობას ივანიშვილი თავის თავზე აღარ აიღებს.

,,ამთავრობო ცვლილებები რომ შესაძლებელია მოხდეს შემოდგომაზე, ამის დაშვება მე მგონი არის აბსოლუტურად რეალისტური. თუმცა საუბარი იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, მე მგონია, რამდენადაც შემიძლია ამის ანალიზი, მგონია რომ არა. ის ამ პოზიციას აღარ დაიკავებს მეორედ. ეს ჩემი მოსაზრებაა და ეფუძნება იმ ცოდნას და ინფორმაციას, რამდენადაც მე ვიცნობ მას და მგონია რომ ის მეორედ ამ გზას არ გაივლის. მას აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია და ისედაც საკმაოდ დიდ ტვირთი და ვალდებულებები და ისედაც ყველაფერი იქითკენ მიემართება, ყველა ისარი, ველა ბრალდება, ყველა პრეტენზია. ასე რომ რაღაც ესეთი დამატებითი და კონკრეტული სამთავრობო ლიდერის პასუხისმგებლობის აღება კიდევ უფრო მგონია, რომ არის არარეალისტური,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ პასუხობს. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გავრცელებული ხმები და აქცენტი „ქართული ოცნების“ გუნდურობაზე გააკეთა: „მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს,  მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად, სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე,  ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.








სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...