დაუშვებენ თუ არა იმედის ჟურნალისტები უკვე ღიად აქცევინონ თავი ღალატის ინსტრუმენტებად ?

0
557

,,იმედის” მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს, რომელიც პირდაპირ იმეორებს კრემლის პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი,მწვავე გამოხმაურებები მოყვა.

 ,, ევროპული საქართველოს” საკრებულოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი: ,, დიდი ხანი ვიფიქრე და სახელი ვერ მოვუფიქრე, იმედზე გასული, ОРТ-ს რომ შეშურდებოდა, იმ ფილმის მომზადებას და გაშვებას. ბანძობა, მდაბიოობა, უსინდისობა, ფსკერი? არცერთი სიტყვა არ გამოხატავს ბოლომდე

,,ევროპული საქართველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარია:  ,,გულწრფელი და დიდი იმედი მაქვს, რომ იმედის ჟურნალისტები არ დაუშვებენ, რომ ღიად ღალატის ინსტრუმენტად აქციონ. ეს ფილმი აღარაა პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის შიგნით, ეს არის ქვეყნის ნგრევა და დარწმუნებული ვარ, ამაზე ხელის მომწერი ბევრი არაა, თუნდაც იქ მუშაობდეს ახლა. ნუ ლალიაშვილისნაირი ნაძირალები არსებობენ, მაგრამ ვერ გაჯეჯილდებიან ჩვენს ქვეყანაში

გაცილებით სკეპტიკურადარის განწყობილი ეკონომიკური ჟურნალისტი და აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი: ,,იმედი უიმედოა. მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა. ნერვები აღარ მაქვს და თავს ვარიდებ რუსული ნარატივის მედიებს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუყურე ამ ფილმს და აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს სამაჩაბლოსთან მოგვარებული კონფლიქტი თავიდან გაგვიღვივებია, რომ საქართველო “წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას”, რომელიც თურმე კონფლიქტის მხარე არც არის, უბრალოდ იძულებული იყო მშვიდობის დასამყარებლად საქართველოში შემოჭრილიყო

მთელი ძალით მინდა, მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ, ამ ყველაფერს მოვაყოლოთ დიპლომატიური და კოლეგიალური “რიგით ჟურნალისტებს არ ვერჩი”, როცა არც ერთ თანამშრომელს პროტესტის ნიშნად რედაქცია არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც სპეცრეჟიმული მუსიკის ფონზე ღიად დაფიქსირდა სარედაქციო პოზიცია: საქართველოა დამნაშავე რუსეთთან ომში, პუტინმა ყველა ძალა იხმარა სისხლისღვრის ასარიდებლად, მაგრამ ვერ შეძლო, არ ვაცალეთ”.

საქართველოა დამნაშავე რუსეთთან ომში, პუტინმა ყველა ძალა იხმარა სისხლისღვრის ასარიდებლად, მაგრამ ვერ შეძლო, არ ვაცალეთ.

იმედმა დამალა პუტინის ციტატა, რომ 2006 წელს ემზადებოდნენ ომისთვის, მაგრამ ამოჩიჩქნა სხვა: “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ”. სულ ეს იყო, ამიტომ შემოსულან.

ალბათ თვითონაც ხვდებიან, რამხელა კოვზით ჭამეს, სხვა რითი აიხსნება, რომ ტიტრებიც კი არ გაუკეთეს ამ სატელევიზიოსაათიან ნაღვაწს. არ ვიცით ვინ იმუშავა პუტინის პროპაგანდაზე ქვეყნის უდიდეს არხში. მაგრამ ეს ხომ მათთვისვე უარესია, რადგან როცა მასალა უავტოროდ იდება (the economist აკეთებს მაგალითად ასე), ეს მთელი რედაქციის პოზიციას გამოხატავს, მთელი რედაქციის სახელით ხდება.

ყველა ჟურნალისტი, ვინც ახლა დუმს, გამოდის, ამ პოზიციას იზიარებს. ხმა ამოიღეთ ხალხო! სამუშაო გაქვთ კიდევ ამ ქვეყანაში! ეგრე უიმედოდ როგორ ხართ, რომ ვერ ელევით უკვე ღიად “ო-ერ-ტეს” ფილიალს?

წინა სტატიათეთნულდზე დაკარგული სამი ბელარუსი ტურისტი იპოვეს- ორი გარდაცვლილია, ერთი – დაშავებული
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური