უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამეგრელოსა და იმერეთში 12 ადამიანი დააკავეს [Video]

0
102

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელის შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here