მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრაიზა: თქვენი მეგობრები შეშფოთებულები არიან დემოკრატიული, ეკონომიკური რეფორმების უკუსვლით

ბრაიზა: თქვენი მეგობრები შეშფოთებულები არიან დემოკრატიული, ეკონომიკური რეფორმების უკუსვლით

Published on

,, ჩემი აზრით, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს ქართველების უმეტესობის შეხედულებაა და თუ გსურს რომ პოლიტიკად გადარჩე, დემოკრატიაში, უნდა მოუსმინო ხალხს და შეინარჩუნო ევრო-ატლანტიკური კურსი. – აცხადებს მეთიუ ბრაიზა, რომელიც 2008 წლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და ვაშინგტონის წამყვანი დიპლომატი იყო კავკასიის საკითხებში.

“პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს და მათ მტკიცე განწყობას, რომ სურთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ახლო ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო.

ეს ერთი და მეორე ის, რომ დემოკრატიას რაც შეეხება, საქართველოში ამ კუთხით ჩემი მეგობრები, თქვენი მეგობრები, დამკვირვებლები, ძალზედ შეშფოთებულნი არიან, რომ ბევრი დემოკრატიული თუ საბაზრო ეკონომიკური რეფორმა უკუსვლას განიცდის. საქართველომ მისი ძალის და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობისთვის მისი ღირებულების შესანარჩუნებლად, ეს რეფორმები უნდა გააძლიეროს, რომლებზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ, იქნება ეს ენერგო სექტორი, ფინანსები, განათლება, ბიზნეს კლიმატი თუ კონტრაქტის ხელშეუხებლობის სიწმინდე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია თბილისის მიერ ამ რეფორმების წარმატებით გაგრძელებასა და საბაზრო ეკონომიკად გადაქცევასთან.”

10 აგვისტოს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვაზე თუ რას ეტყვის, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ, რათა მისი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნოს.


13 აგვისტო, 2019

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...