მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა სალია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივლებს

პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივლებს

Published on

პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს სასამართლოში უჩივლებს. განცხადება ამის შესახებ, “რუსთავი2”-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც შეისწავლა დოკუმენტაცია გაჩნდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა გაეკოტრებინა კომპანია.

სალია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც “რუსთავი 2”-ის აქტივებს ყადაღა ედო და შემცირებული იყო შემოსავლები, გაიზარდა კომპანიის ხარჯები.

პაატა სალია მენეჯმენტის მხრიდან აღებულ დიდ რაოდენობის პრემიებზე საუბრობს. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიასგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

„ყველაფერი ეს გვაძლევს, იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიის გაკოტრება ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაშ მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო. კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“-განაცხადა პაატა სალიამ. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...