მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა

0
477

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა.

,, ყველას გილოცავთ ჩვენ ეროვნულ დღესასწაულს. სადაც ვიმყოფებით ჩვენ, ეს არის სიმბოლო ქართველთა სამხედრო დიდების, ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი თავისუფლების. საუკუნეების წინ აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“. დიდგორის ველი არის მაგალითი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის.

მე, როგორც რიგითი ქართველი და თითოეული თქვენგანი ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ ამ ველთან. ერთ მხრივ, დიდგორის გამარჯვება იყო უდიდესი გამოვლინება პატრიოტიზმის და მეორე მხრივ, ყო სწორი და ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც კი სანიმუშოა.

საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ, მეგობრებო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ეს არის მუხლჩაუხრელი ბრძოლა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს ბრძოლა გრძელდება, დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნების დიდი სიყვარულით, მუხჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთ ევროპული ყაიდის სახელმწიფო, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და დავით აღმაშენებელი. სრულიად საქართველოს მინდა, მივულოცო ეროვნული დღესასწაული, გისურვოთ მშვიდობა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერე.– ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა დიდგორში ისაუბრა.

ბახტაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს

წინა სტატიასოფელ რუხში 76,540 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
შემდეგი სტატიაუშბიდან დაშვებისას უცხოელი ტურისტი დაშავდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური