მთავარისიახლეებისამართალი„ლუსტრაციის“ ავტორისა და წამყვანის ლევან თორიას სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ

„ლუსტრაციის“ ავტორისა და წამყვანის ლევან თორიას სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ [Video]

Published on

ტელეკომპანია „ოდიშის“  გადაცემა „ლუსტრაციის“  ავტორისა და წამყვანის ლევან თორიას სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეები დაიკითხა. საქმის პროკურორის  ილია ტორუას განცხადებით, მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სასამართლო აუცილებლად გამოიტანს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებლ განაჩენს.

ლევან თორიას ადვოკატი რევაზ მიქაია აცხადებს, რომ მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს იძლევიან.ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ლევან თორიას შემთხვევაში საქმე თავდაცვასა და მოწინააღმდეგისს მოგერიებას გულისხმობ, რაც ნებისმიერ ადამიანს მსგავს ვითარებაში ჯანმრთელობის დაზიანებისგან იცავს. მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებბზე ამახვილებს ყურადღებას ლევან თორიაც, რასაც პროკურატურისგან ზეწოლად აფასებს. მისი თქმით, პროკურატურამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, საქმეს დამატებოდა სს კოდექსის 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში  გადაცემა „ლუსტრაციი“ს ჩაწერისას თავს დაესხნენ გადაცემის წამყვანსა და მის სტუმრებს.

საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით, თავდამსხმელთაგან რამდენიმე პირი მიცემულია პასუხისგებაში, ერთ-ერთ  მათგანს გელა კვარაცხელიას, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა,  126-ე ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დროს პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.

ხოლო გადაცემის წამყვანს ლევან თორიას 17 მაისს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელსაც ასევე ბრალი 126-ე ძალადობის მუხლით წარედგინა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...